უსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაცია
"უსინათლოები საზღვრებს გარეშე"
ქართული | English |
აირჩიეთ ფონის ფერი :თეთრი, შავი, ყვითელი, ლურჯი, წითელი, მწვანე
აირჩიეთ ტექსტის ფერი :თეთრი, შავი, ყვითელი, ლურჯი, წითელი, მწვანე
 
ელექტრონული ბიბლიოთეკა
არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება
ბიოგრაფიები
გეოგრაფია
დოკუმენტები
დრამატურგია
ეთიკა და ესთეტიკა
ეთნოლოგია
ეპისტოლარული
ესსე და წერილები
ინტერვიუები
ისტორია
კანონები
კულტურა
ლექსიკონები
ლიტერატურათმცოდნეობა
მეცნიერება და რელიგია
მეცნიერება
მითოლოგია
პროზა
პალეონტოლოგია
პოეზია
პოლიტიკა
რელიგია
საბავშვო
ფიზიკა
ფილოსოფია
ფოლკლორი
ფსიქოლოგია
ქართლის ცხოვრება
ხელოვნება
ლექციები
აუდიო ლიტერატურა
   

 

უსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაცია „უსინათლოები საზღვრებს გარეშე’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) არასამთავრობო ორგანიზაციას.

იგი არის ადამიანის  უფლებათა დაცვის სფეროში 2001 წლის ლაურეატი და დაჯილდოვებულია შესაბამისი მედლით.

ასოციაცია რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 2001 წლის 3 დეკემბერს. რეგისტრაციის ნომერი - შ/9 -139. 

 

ასოციაციის მიზანია უსინათლოთა და მცირე მხედველთა ძირითადი შეზღუდულობის - მხედველობის უქონლობით გამოწვეული უუნარობის შემსუბუქება თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, უსინათლოთა ცოდნის დონისა და ინტელექტის ამაღლება, პროფესიული უნარ-ჩვევების  შეძენა და განმტკიცება, ინფორმაციის მოძიების, მიღებისა და გაცემის ხელშეწყობა მათი ადაპტაციისა, სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის ცხოვრებაში და ამით უსინათლოთა თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

2001 წელს ასოციაცია დასახელდა  საფრანგეთის მთავრობის მიერ წლის ლაურეატად ადამიანის უფლებების დაცვის დარგში და დაჯილდოვდა მედლით.

ასოციაციამ პირველმა საქართველოში შექმნა ქართული ხმოვანი კომპიუტერული პროგრამები, რომელიც საშუალებას აძლევს  უსინათლოს იკითხოს წიგნები,  შექმნას წერილობითი დოკუმენტები, ისარგებლოს ინტერნეტით, სკაიპითა და ელექტრონული ფოსტით, აწარმოოს მოქმედებები ფაილებზე, კატალოგებზე და ა.შ. ხმოვან პროგრამათა ეს პაკეტი დანერგილია: საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სამეცნიერო-ეროვნულ, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, გორის, ბათუმის, სიღნაღის, გურჯაანის, რუსთავის, მცხეთის, ბორჯომის, ფოთის ბიბლიოთეკებში და თბილისის 202-ე უსინათლოთა სკოლა-ინტერნატში. მოცემული პროგრამებით სარგებლობს საქართველოში მცხოვრებ უსინათლოთა დიდი ნაწილი.

ასოციაციას აქვს ხმის ჩამწერი სტუდია, რომელშიც წარმოებს ხმოვანი წიგნების ჩაწერა პროფესიონალ მსახიობთა მიერ.

ასოციაციის საქმიანობას წარმოადგენდა აგრეთვე უსინათლოთათვის კომპიუტერის შემსწავლელი ტრენინგების ჩატარება.

ასოციაციის თანამშრომლები  მონაწილეობდნენ უსინათლოთა პრობლემებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო და რეგიონალურ კონფერენციებში.

ასოციაციის საქმიანობა ფართოდ შუქდებოდა ტელევიზიით, რადიოთი, გაზეთებით და ა.შ.

ასოციაცია თანამშრომლობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სხვა არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

 

ასოციაცია პროექტების განხორციელების დროს ხელშეკრულებით იწვევს თანამშრომლებს, რომელთა რიცხვი სხვადასხვა პროექტის დროს მერყეობს ექვსიდან ათამდე.

ბენეფიციარებს წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრები ტოტალური უსინათლოები და მცირე მხედველები. ოფიციალური მონაცემებით ტოტალურ უსინათლოთა რაოდენობა შეადგენს 7159 ადამიანს, ხოლო მცირე მხედველთა რიცხვი 2-3-ჯერ აღემატება ტოტალური უსინათლოების რიცხვს.  ასე რომ, ბენეფიციართა საერთო რიცხვი მიახლოებით შეადგენს 20-დან 25 ათასამდე ადამიანს.

© 2023 ყველა უფლება დაცულია Created by SPAR.GE
ვებ გვერდი შექმნილია ფონდი ”ღია საზოგადოება
საქართველოს” ფინანსური
მხარდაჭერით

ვებ გვერდზე განთავსებული ხმოვანი პროგრამა "ბუ 2-ს" საავტორო უფლება ეკუთვნის ასოციაციას და მისი გამოყენება ორგანიზაციების მიერ შესაძლებელია მხოლოდ ასოციაციის ნებართვით. კერძო პირებისათვის პროგრამის გადაწერა და გამოყენება ნებადართულია.